|
2020-09-20 13:22:59, 849 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღებში მოსავალის აღება აქტიურად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად შიდა ქართლის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში კომპანიამ „აგროქართლი“ ვაშლის ბაღი 10 ჰექტარზე 2017 წელს გააშენა. კომპანიამ ვაშლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 100,000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. „აგროქართლი“ 2020 წელს 200 ტონამდე ვაშლის მოსავალს ელოდება, მათ უკვე 30 ტონაზე მეტი ვაშლის ექსპორტი მოახდინეს. კომპანია სეზონურად 60-მდე ადგილობრივს ასაქმებს. „ქართული ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენებულ ბაღში მისმა მეპატრონეებმა უკვე მიიღეს მოსავალი, რომელიც ექსპორტზე გავიდა მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის, საქართველოდან უკვე 1000 ტონაზე მეტი ვაშლია ექსპორტირებული. ვფიქრობ, რომ წელს ძალიან დიდი წარმატება გვექნება ამ მიმართულებითაც, ისევე როგორც სხვა კულტურებში“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილის ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, რეგიონისთვის მნიშვნელოვანია პროექტები, რომელსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახორციელებს, გრძელდება ბაღების გაშენება, ხოლო ახალ ბაღებში დაიწყო მოსავლის მიღება, რომელიც მოგებაში კაპიტალიზირდება. ეს უკვე თვალსაჩინოა მეწარმისთვის და მთლიანად რეგიონისთვის. საქართველოს მასშტაბით, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ბაღები 10,000 ჰა-მდე ფართობს შეადგენს. შიდა-ქართლის რეგიონში, სხვადასხვა ხეხილის ბაღი, ჯამში, 2,400 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა, გაცემულმა თანადაფინანსებამ 16 მლნ-მდე ლარი შეადგინა. პროგრამას „დანერგე მომავალი“ სოფლის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მათი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყოფს მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)