|
2020-09-19 16:13:35, 667 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კახეთის რეგიონში რთველის მიმდინარეობას და ღვინის კომპანიებში „წინანდლის ძველი მარანი" და „მეღვინეობა შუმი" ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო. მინისტრი მევენახეებს შეხვდა და ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ესაუბრა. „რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ საერთოდ ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას. რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა. ასე რომ წელს მიდის საკმაოდ მშვიდად რთველი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების ემოციებზე თამაშის, რაც ვფიქრობ, აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა, რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მიუხედავად ჭარბი მოსავლისა და კორონა ვირუსის პანდემიით მევენახეობა-მეღვინეობის დარგისადმი მიყენებული ზარალისა, ყურძნის მოსავლის დაბინავება ორგანიზებულად მიმდინარეობს და მევენახეებს მოსავლის სრულად და შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობა ეძლევა. 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 94 ათასი ტონა ყურძენი: 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ევროკომისიამ რუსული გაზის ევროკავშირში დაბრუნება უკრაინაში მშვიდობის დამყარების შემდეგაც კი გამორიცხა
ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ქართული დელეგაცია მოსკოვში რუსეთის პატრიარქ კირილის იუბილეზე ჩავა
გვარამია: თუ ეს კანონი დაკმაყოფილდა, საბჭოთა მემკვიდრეობა დაამარცხებს ეროვნულ მოძრაობას
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)