15:42 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-18 22:10:54, 569 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო - ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები ინფიცირებულთა ნაკლები რიცხვის შემთხვევაში და ახლა, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რატომ ამუშავებს ეკონომიკას.

ამ საკითხზე პასუხი ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას გასცა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც დაიწყო პანდემია და არავინ იცოდა მსოფლიოში, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, მთავრობას რომ არ მიეღო ის მკაცრი ზომები, რაც მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა.

„სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ. მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იყო და მათ შორის საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის თუნდაც 150 ან 160 შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად, დღეს მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი  მომზადება, უფრო მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტი ამოქმედებული, ტესტირება და მართვის შესაძლებლობები ჯერადობით გაზრდილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ამიტომაც დღეს, თუნდაც ინფიცირების მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდზე. „და როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, არ შევზღუდავთ ეკონომიკას -  ეკონომიკა იმუშავებს", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics