ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე გამწვანების აქცია დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ხეები, ეროვნული სასწავლო ცენტრის დაარსებიდან მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა - დავით ებრალიძემ, ანა დოლიძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა დარგეს.