16:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 13:48:33, 590 ნახვა

სამხედრო
ანა დოლიძემ თურქეთში, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თურქეთში ომის კოლეჯის მიერ გამართულ საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების სიმპოზიუმში - IRAS'16 მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძე სიტყვით გამოვიდა სხდომის ფარგლებში გამართულ თემატურ კონფერენციაზე - „ტერორისტული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ტერორისტული ორგანიზაციების ტრანსფორმაციაზე ისაუბრა და ყურადღება საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე გაამახვილა.

სიმპოზიუმში 8 ქვეყნის ოცი სპიკერი მონაწილეობდა, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობენ. სიმპოზიუმს ასევე დაესწრნენ თურქეთის მაღალი რანგის პირები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.

სიმპოზიუმის ძირითადი მიზანი შუა აღმოსავლეთში უსაფრთხოების საკითხების ფართო სპექტრის შესწავლა და შემდგომში სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობა იყო.

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე სტამბოლში სხვადასხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics