16:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 19:06:02, 647 ნახვა

სამხედრო
ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსის გაცილების ცერემონიალი გაიმართა

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით საგანმანათლებლო ცენტრში ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ნატოს მხრიდან ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ვიცე-პოლკოვნიკი იან მარიუს ნილსენი ჩაანაცვლებს.

ვიცე-პოლკოვნიკ ქრისტიან ემაუსს გაწეული საქმიანობისა და დამსახურებისთვის თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მადლობა პირადად გადაუხადეს.

„ამ ერთი წლის განმავლობაში, ქრისტიან ემაუსმა ყველა გაგვაოცა საქმისადმი დამოკიდებულებითა და გულწრფელობით. მან უზარმაზარი ნდობა მოიპოვა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსგან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას, ნორვეგიის ხელისუფლებას და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს, ასეთი ოფიცრის გამოგზავნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მისი შემცვლელიც, რომელიც ასევე ნორვეგიის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს, ზუსტად ანალოგიურად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა.

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ ოლე ქრისტიან ემაუსს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედალი „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ გადაეცა. 

გაცილების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics