„ალბათ, გარკვეულწილად ამის საჭიროება არსებობდა, რომ ჯარი მთლიანად პროფესიონალურ ყაიდაზე გადასულიყო “,-ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში საერთაშორისო და უსაფრთხოების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, სამხედრო ექსპერტი ნიკა ჩიტაძე თავდაცვის სამინისტროს ახალ ბრძანებას, რომლის თანახმადაც უწყება დღეიდან ჯარში სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს.