|
2016-08-10 19:56:23, 888 ნახვა
სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სასწავლო ცენტრ „ბაზალეთში“ ქართულ-ნორვეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება „გორდა 2016“ დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიალი ნორვეგიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მოწვეულმა სტუმრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას. „გორდა 2016“-ში მონაწილე პირად შემადგენლობას სწავლების წარმატებით დასრულება ნორვეგიის შიდა გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ჯონ სვინდლენდმა მიულოცა. სიტყვით მიმართვისას მან აღნიშნა, რომ ქართველ და ნორვეგიელ გვარდიელებს ბევრი საერთო გამოწვევა აქვთ; თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით საერთო მიზნების მიღწევა შესაძლებელია. გვარდიელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა ასევე, ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა აკაკი მახარაშვილმა. ცერემონიალის დასასრულს ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ და მისმა მოადგილეებმა, პოლკოვნიკმა ანზორ გოგუაძემ და გიორგი ჩიქოვანმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის კაპელანის, მამა მიქაელის მიერ პირადი შემადგენლობის დალოცვით დასრულდა. სამეთაურო-საშტაბო სწავლების „გორდა 2016“ მიზანი, ნორვეგიული გამოცდილების გაზიარებით, ეროვნული გვარდიის სხვადასხვა დონის შტაბის დაგეგმვისა და მართვის პროცესის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კოორდინებული მოქმედებების დახვეწა იყო. სწავლების დასკვნითი ეტაპით საქართველოს ეროვნული გვარდიისა და ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის 4-წლიანი ერთობლივი პროექტი დასრულდა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)