00:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 15:42:58, 621 ნახვა

სამხედრო
მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის მერვე წლისთავი აღინიშნა

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მერვე წლისთავი აღინიშნა  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გმირთა სამუდამო განსასვენებელს პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა.

უწყების ინფორმაციით, სასაფლაოს  გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის სხვა მაღალჩინოსნებიც ეწვივნენ.

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საომარი მოქმედებების დროს დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრებს შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და პირობა მისცა, რომ უფრო დეტალურად სასაუბროდ, პრობლემების რეალურად აღმოსაფხვრელად მათთან სპეციალურ შეხვედრას გამართავს.

„რვა წელი გავიდა ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო სულ რამდენიმედღიანი ომი, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო. ქედს ვიხრი ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომელიც შეეწირა სამშობლოსთვის უსასტიკეს, არათანაბარ ბრძოლას. რუსეთის ოკუპაციის შედეგად საქართველოში ჩვენივე მოქალაქეები გახდნენ დევნილები, ომის შედეგად ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავშორდით აფხაზებსა და ოსებს. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მშვიდობიან გამთლიანებას ალტერნატივა არ გააჩნია,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„პატივს მივაგებ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ გვიჩვენეს საუკეთესო მაგალითი სამშობლოსთვის თავდადებისა და თავგანწირვის. თითოეული ქართველი მუდამ იამაყებს მათი სახელებით. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს, დედებს ასეთი შვილების აღზრდისთვის. დღეს ისინი აქ არიან, დღეს ისინი გმირი დედები არიან. მე მინდა დავდო პირობა, რომ მათ ხსოვნასთან ერთად ვიზრუნებ და დავიცავ თითოეული ჯარისკაცის პატივსა და ღირსებას, მათთან ერთად ვემსახურები საქართველოს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, ომის დროს დაღუპულების ოჯახს მიუსამძიმრა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

„უპირველეს ყოვლისა მინდა სულითა და გულით მივუსამძიმრო და ამავე დროს მადლობა ვუთხრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, მშობლებს, რომლებმაც გაიღეს საუკეთესო, რაც მათ გააჩნდათ ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მათ მიერ გაწეული ღვაწლი არამარტო დღეს იძლევა თავის ნაყოფს არამედ მომავალშიც ასევე მოვალთ და ამ ბიჭებს ვახარებთ გამარჯვებას,“ - აღნიშნა  გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics