ბელგიის მიგრაციის მინისტრი: არა მგონია, ვიზალიბერალიზაცია ყველაზე გონივრული ნაბიჯი იყოს
ბელგიის მიგრაციის მინისტრი ტეო ფრანკენი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის და კიდევ 3 ქვეყნისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმება გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება, - ამის შესახებ ფრანკენმა ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.