|
2016-12-12 10:54:06, 2867 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მის გამარჯვებასთან კრემლის კავშირის შესახებ ინფორმაციას სასაცილოს უწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასაცილოს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებაში დაეხმარა, - ამის შესახებ BBC იუწყება. როგორც ტრამპმა განაცხადა, მას ამერიკული სპეცსამსახურების ანგარიშის არ სჯერა, რომლის თანახმად, რუსეთი ჩარეული იყო არჩევნების დროს განხროციელებულ კიბერთავდასხმებში, რაც ტრამპს გამარჯვებაში დაეხმარა. “ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. მე ამის არ მჯერა”, - აღნიშნა ტრამპმა. მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურები თითქმის დარწმუნებულები არიან იმაში, რომ რუსეთი არჩევნების დროს განხროციელებულ ჰაკერულ თავდასხმებში ჩარეული იყო. დონალდ ტრამპმა მედიაში აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში დემოკრატები დაადანაშაულა. მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ ეს ცნობები სინამდვილეში ცნეტრალური სადავერვო სამსახურიდან გავრცელდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, დემოკრატიული პარტია ცდილობს არჩევნებში თავისი მარცხი როგორმე გაამართლოს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)