06:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 14:01:58, 2643 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ სტამბოლის უნივერსიტეტის 87 თანამშრომლის დაპატიმრების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თურქეთის მთავრობა მათ, აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

როგორც  CNN Turk-ი იტყობინება, სამართალდამცველები თურქეთის 12 პროვინციაში რეიდებს ახორციელებენ. ეჭვმიტანილებს შორის არიან უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეც.

ცნობისთვის, 15 ივლისში თურქეთში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში 36 ათასი ადამიანი დააკავეს, 100 ათასზე მეტი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დაიხურა რამდენიმე უნივერსიტეტი და მედია საშუალება.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შედეგად 240-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გადატრიალების ორგანიზატორად თურქეთის მთავრობა მუსლიმ მქადაგებელს, პეტჰულა გიულენს მიიჩნევს, რომელიც ამერიკაში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ოფიციალური ანკარა მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics