საფრანგეთის საგარეო მინისტრი: ვფლობთ მტკიცებულებებს, რომ სირიაში ასადმა ზარინის გაზი გამოიყენა
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან მარკ ეირომის განცხადებით, საფრანგეთი ფლობს მტკიცებულებებს, რომ 4 აპრილს, სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის დროს ზარინის მომწამლავი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ France24 იუწყება.