მამაკაცი, რომელიც რადიო "Эхо Москвы"-ს წამყვანს თავს დაესხა, საქართველოში დაბადებული ბორის გერცია, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, გერცი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დაკავების დროს ეჭვმიტანილს არანაირი საბუთი არ აღმოაჩნდა.
შეგახსენებთ, მოსკოვში, რადიო "Эхо Москвы"-ს რედაქციაში მამაკაცი შეიჭრა და წამყვან ტატიანა ფელგენგაუერს თავს დაესხა. წამყვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მკურნალობას საავადმყოფოში გადის.
ავტორი: ,
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More