01:52 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-20 13:45:55, 2058 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ხელისუფლებამ, ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ, მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენთან შესაძლო კავშირის გამო, 110 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, - ამის შესახებ Anadolu იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით 24 პროვინციაში ტარდება. 

სამართალდამცველების თქმით, ოპერაცია მიმართულია ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ქსელის ფინანსური სტრუქტურის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლებამ მასობრივი დაპატიმრებები და თანამშრომლების დათხოვნა დაიწყო. ამ დროისთვის, 50 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული, 150 ათასი საჯარო მოხელე კი, სამსახურიდან დაითხოვეს. ცნობისთვის, აღნიშნული პუტჩის დროს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 200 ადამიანი დაშავდა. ანკარა გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს და აშშ-ისგან მის ექსტრადირებას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics