12:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 13:52:04, 686 ნახვა

კომენტარი
იან კელი: თუ ეს დანაკლისი შეივსება, ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის

,,წელს არის საქართველოს  დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავი და ამ ხნის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების იდეას, ზოგადად საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.  ეს კონკრეტული პროგრამა კი  ამ მხარდაჭერის ურყევი ნაწილია“, - ასე შეაფასა ამერიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ  ათასწლეულის  გამოწვევის ფონდის ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“  პროექტის ფარგლებში,  პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსი და მისი შედეგები.

 ,,ისეთ ქვეყნებს  როგორიც საქართველოა, დამსაქმებლის მოთხოვნების შესავსებად არ ჰყავს საკმარისი მუშახელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა თანაფარდობის პრობლემა და ქალბატონების მიერ ტექნოლოგიების სფეროზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. თუ ეს დანაკლისი შეივსება,  ეს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის რათა მათ ჩადონ უფრო მეტი ინვესტიცია ამ ქვეყანაში. ეს იქნება ნიშანი იმის რომ საქართველო მზად არის და ღიაა ბიზნესის საწარმოებლად. ბაზრის ანალიზი გვიჩვენებს რომ არსებული დანაკლისები შეიძება იყო შევსებული პროფესიული განათლებით. საქართველოს მთავრობამ ძალიან დიდი გზა გაიარა პროფესიული განათლების სექტორის რეფორმის თვალსაზრისით და გრძელდება ამ სეგმენტის განვითარება.  ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას და  გრანტი რომელიც გაიცა მთლიანად მიმართულია  ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებების გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა იან კელიმ. 

შეგახსენებთ, ათასწლეულის  გამოწვევის ფონდმა ,,პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“  პროექტის ფარგლებში,  პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. საგრანტო კონკურსი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.   გამარჯვებული  10  პროექტის საერთო ბიუჯეტი 19.6 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც 12 მილიონი დოლარი საგრანტო თანხას წარმოადგენს დანარჩენი კი კერძო სექტორის თანადაფინანსებაა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics