„პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, დღესვე გამოვიდეს და მოსახლეობას აუხსნას, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა“, - ასე შეაფასა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში ექსპერტმა სოსო ცინცაძემ მთავრობასა და „გაზპრომს“ შორის მიღებული შეთანხმება რომლის თანახმადაც, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურს ნედლეულის ნაცვლად, ფულადი სახით მიიღებს.