|
2017-01-26 15:42:21, 2141 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლევან სამუშია: სააპელაციო სასამართლომ ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლო
ადვოკატ ლევან სამუშიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ე.წ. კაბელების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა. სამუშიას თქმით, დღევანდელი შედეგი მათთვის დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა მისივე განმარტებით, განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე საბოლოოდ გამამართლებელი განაჩენი დადგება. „ერთი დადასტურდა დღეს, რომ გაფლანგვა არ ყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფები კიდევ ორი თვე იქნებიან ტყვეობაში. ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის და დარწმუნებული იყავით, რომ საქმეზე საბოლოოდ დადგება გამამართლებელი განაჩენი. საბოლოოდ იზეიმებს სამართალი. შემდეგი ეტაპი არის უზენაესი სასამართლო. თუ იქ ვერ ვიპოვეთ სამართალი, მივმართავ ევროპის სასამართლოს და იქ ამ საქმეზე ის განაჩენი დადგება, რასაც სამართლიანობა მოითხოვს“, - განაცხადა ლევან სამუშიამ. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)