|
2017-01-26 17:30:30, 1954 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სერგო რატიანი: სახელმწიფო არ ზრუნავს, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს
„სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დატობა“,-ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე სერგო რატიანი ქართველი მებრძოლის გია ცერცვაძის პატიმრობაში წინასწარ დატოვებას. რატიანის თქმით, პარადოქსულია ვითარება, როდესაც ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჯარისკაცი გათავისუფლდეს. ,,პარადოქსული ვითარებაა, როდესაც ოპოზიცია, კერძოდ ჩვენ, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ჯარისკაცის გასათავისუფლებლად, მეორეს მხრივ კი, სახელმწიფო არ ზრუნავს ამისთვის და არ უფრთხილდება იმას, რომ საკუთარი ჯარისკაცი მტერ ქვეყანას არ გადაეცეს. სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და მისმა ქმედებამ ჩვენი ჯარისკაცი პატიმრობაში დაუცველი დატოვა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გია ცერცვაძე გათავისუფლდეს, მაგრამ სახელმწიფოს ჩარევა არის უმნიშვნელოვანესი. პირდაპირი კავშირი უნდა იყოს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებთან და პროკურატურასთან. უკრაინის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო ზრუნავს და მოითხოვს ამ ადამიანის არგადაცემას და გათავისუფლებას, რაც არ არსებობს. როდესაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავდებობის წერილს, იგივე არ გააკეთეს უმრავლესობის წარმომადგენლებმა. ეს ნიშნავს, რომ გია ცერცვაძის პატიმრობა მათთვის პირველი რიგის საკითხიარ არის“,-განაცხადა სერგო რატიანმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)