პროკურორი დეკანოზზე: როგორც კი დავაპირეთ კრიტიკული შეკითხვების დასმა, მან უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე
„როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ, მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა #9-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.