23:24 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მღებრიშვილი: მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპაში ქართველების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა იკლოს

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის საერთაშორისო საპოლიციო სისტემასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება.

მთავარი პროკურორის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ვისგან შეიძინა გიორგი მამალაძემ ციანიდი

საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ დღეს ე.წ. ციანიდის საქმეზე გააკეთა კომენტარი.

პრეზიდენტი „ოცნებას“: დადგა დრო, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მივცეთ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლოა დადგა ის დრო, რომ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მიეცეს.

შოთაძე: ბევრი პრეტენზია მომისმენია ნარკოტიკების „ჩადებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ მტკიცებულებები არ არსებობს

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბევრი პრეტენზია მოუსმენია პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკების ე.წ. ჩადებასთან დაკავშირებით, თუმცა  ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

ირაკლი შოთაძე: არანაირ დირექტივებს და „მესიჯბოქსებს“ პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა

„არანაირ დირექტივებს და  „მესიჯბოქსებს „  პროკურატურა მის საქმიანობასთან დაკავშირებით არ იღებდა, არ იღებს და არ მიიღებს“,-ასე გამოეხმაურა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც,  ე.წ. მესიჯბოქსს პოლიტიკოსებთან ერთად,  საქართველოს მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე იღებს და მმართველი გუნდის დაკვეთებს ასრულებს.

სერგო რატიანი: პრეზიდენტმა ე.წ. მოსმენების კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის სერგო რატიანის შეფასებით, მოსმენების კანონს პრეზიდენტმა  ვეტო უნდა დაადოს:

ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, ჩვენი 4-პუნქტიანი გეგმაა

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მისიის დონეზე, ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას ახალი პროგრამის დაწყებაზე, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ სავალუტო ფონდთან მიღწეული პროგრამა, პრაქტიკულად, ჩვენი მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმაა“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

ქუმსიშვილი: სატრანზიტო პოტენციალი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძლევა

ქვეყნის სივრცითი მოწყობა და ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მივიღეთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. 

ქუმსიშვილი: სტრუქტურული რეფორმების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა გაიზრდება

საერთაშორისო ბიზნეს ფორუმზე „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებსა და მათი იმპლემენტაციის ღონისძიებებზე გაამახვილა.

ქუმსიშვილი: ბიზნეს სახლთან ერთად მისი მხარდამჭერი ელექტრონული პორტალიც ამოქმედდება

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის პირობებში, ბიზნეს სახლის რეფორმა განხორციელდება.

ოთო კახიძე: პროკურორი პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და მმართველი გუნდის დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული

„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ პროკურორმა დაიცვას  მოქალაქეები და უზრუნველყოს კანონის უზენაესობა,  ის  პოლიტიკური მესიჯების მიღებითა და  მმართველი გუნდის  დაკვეთების შესრულებითაა დაკავებული.

 

ტუღუში: არსებული რესურსით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაზრდილი მანდატის დაძლევა გაუჭირდება

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მანდატის გაფართოება საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსის  ზრდას მოითხოვს.

 

ვიქტორ დოლიძე: ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ცივილურ სამყაროში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. 

ნარჩემაშვილი: არც ერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ადამიანის უფლებების საწინააღმდეგოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის.

 

სიიარტო: საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის კუთხით წარმატების მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშურა. 

ხუციშვილი: არალეგალებმა უნდა მოიწესრიგონ სტატუსი, სხვა შემთხვევაში მათზე შეღავათები არ გავრცელდება

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ქართველი მესაზღვრეები, რომლებსაც ექნებათ ინფორმაცია, რომ მოქალაქეები  ევროკავშირის ქვეყნებში სამოგზაუროდ მიდიან, მათ დეტალურად შეუმოწმებენ საბუთებს.

 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics