05:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 13:45:17, 2191 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
სოსო ფხაკაძე: ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა

„ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეს მთავარი პარამეტრია იმისა, რომ განისაზღვროს როგორი ვითარებაა ქვეყანაში“, - ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ეკონომიკური შედეგებს და პარამეტრებს განიხილავენ.

"ზედმეტია იმაზე საუბარი თუ რაოდენ ღირებული და მნიშვნელოვანია სწორი და ეფექტური კომუნიკაცია ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. დღეს, ძალიან წარმომადგენლობითი დელეგაცია გვყავს ფინანსთა სამინისტროდან, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით. გვექნება განხილვა ეკონომიკური შედეგების და პარამეტრების პირველ კვარტალში. პირველი კვარტალი მართლაც საინტერესო იყო, წინა წლის კვარტალს თუ შევადარებთ. ბუნებრივია ამ გამოცოცხლებას მთელი ქვეყანა და ბიზნესი გრძნობს. რა საკვირველია ეს ტრენდი უნდა გაგრძელდეს. გვახარებს ის ფაქტი, რომ დაფიქსირდა საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის, რაც არის მთავარი პარამეტრი იმისა, რომ განისაზღვროს როგორი ვითარებაა ქვეყანაში, ასევე მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 5% ზრდას წელს და ჩვენ ამას დიდი იმედით ვუყურებთ", - აღნიშნა ფხაკაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ზრდის ტენდენცია გაგრძელდეს, ფხაკაძის თქმით, ბიზნესმა ხელისუფლებასთან ერთად უნდა გააკეთოს უფრო მეტი, რომ ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს.

"ჩვენ ასეთი შეხვედრების დროს მონოლოგის რეჟიმში არასდროს ვსაუბრობთ. არის დიალოგის და დისკუსიის რეჟიმი. ღიად ვამბობთ იმ თემებს და პრობლემებს, რომელიც არის ქვეყანაში. მთავარი ამოცანაა ხელისუფლებასთან ერთად გაკეთდეს უფრო მეტი ამ ქვეყანაში და უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს, და ზოგადად, ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესდეს", - დასძინა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics