05:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-30 12:16:31, 2157 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი: მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლა ახდენილი ოცნებაა.

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მალტაში, "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ქვეყანამ პირველი ნაბიჯები მისი მმართველობის დროს გადადგა. 

ყოფილმა პრეზიდენტმა "ევროპის სახალხო პარტიას" საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ჩემმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ავაშენეთ აეროპორტები, მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ გვჯეროდა, სანამ ეს მართლაც რეალურად არ მოხდა. ეს არის ახდენილი ოცნება. მადლობას ვუხდი "ევროპის სახალხო პარტიას" მხარდაჭერისთვის. მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი. ვარ საქართველოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპატიო თავმჯდომარე და ვხელმძღვანელობ უსწრაფესად მზარდ პარტიას უკრაინაში, მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ვილაპარაკებ", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ექს-პრეზიდენტის განმარტებით, "2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით".

"9 წელი ვხელმძღვანელობდით ყველაზე წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტს პოსტ საბჭოთა სივრცეში, ჩვენ შევძელით ქვეყნის რადიკალური შეცვლა და სამაგალითო გავხადეთ რეგიონში. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად გადაეცა ძალაუფლება ახალ ძალას მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით, მაგრამ ეს ადამიანები არასდროს იქნებიან მზად, შექმნან ძალაუფლება ცვლილებებისა და რეფორმების გზით. დღეს ვართ ასეთ სიტუაციაში. ფორმალურად გვაქვს დემოკრატია, მაგრამ განადგურებულია რეფორმების ექსპერიმენტი, რაც იყო გამოწვევა რუსეთისთვის და პუტინის რეჟიმისთვის. ასეთივე სურათია რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომ "ევროპის სახალხო პარტიამ", რომელიც ამ ღირებულებებს ეფუძნება, მის დასაცავად ხმა უნდა აიმაღლოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics