|
2017-05-31 18:33:55, 2807 ნახვა
სამართალი კომენტარი
ლეილა მუსტაფაევა: აზერბაიჯანში გირაოს პრაქტიკა არ არსებობს, თუ ადამიანი პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას ინფორმაციით, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინაროებს. როგორც მუსტაფაევამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, მის მიუღლეს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს. "ჩემ მეუღლეს ბრალი 3 მუხლით წაუყენეს, კერძოდ სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევის, საზღვრის უკანონო კვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებით. რაც შეეხება გირაოს, აზერბაიჯანში არ არსებობს მსგავსი პრაქტიკა, თუ ადამიანი დაკავებულია პოლიტიკური მოტივით. გადაწყვეტილებამდე სასამართლო ჯერ არ მისულა, რადგან პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ. მან აზერბაიჯანისა და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი დასდო მისი მეუღლის გაუჩინარებაში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაიევის და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. ცნობისთვის, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს. 2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში ცხოვრობს, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, აფგანი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)