მუნიციპალიტეტების პარალელურად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2015 წლის პროგრამების პრეზენტაციას სამედიცინო დაწესებულებებში მართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 101 წლის ჯემილე ჩახვაძეს ერთჯერადი მატერიალური დახმარება 1 000 ლარი გადაეცა.
ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არ არის.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ გორის ადმინისტრაციული საზღვრის დაზუსტების პროექტი დაასრულა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა, შუახევის მუნიციპალიტეტში სამინისტროების 2015 წლის პროგრამების პრეზენტაცია გამართეს.
საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციების დაბალანსებული მოდელი შეიმუშავეს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More