11:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-22 10:53:41, 425 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

დედაქალაქის მერია ნაგავშემკრები მანქანებისა და სხვა სპეციალური ტექნიკის შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით ეს მნიშვნელოვანია იმისვის, რომ ქალაქი უფრო მოწესრიგებული იყოს. 

„საკმარისია ის ტექნიკა რაც გვაქვს, თუმცა აუცილებელია, თანამედროვე და განახლებული ტექნიკა გვყავდეს. ამ თვალსაზრისით მერიამ ბევრი რამ გააკეთა, ფაქტიურად ქალაქი დასუფთავებულია, მოწესრიგებულია და უფრო მეტად დალაგებულია. ნარჩენები პრაქტიკულად ქალაქში აღარ არის, რაც „თბილსერვის ჯგუფის“  დამსახურებაა. შეძენელია ნარჩენების განთავსების კონტეინერები, თუმცა, არასაკმარისია და საჭიროა დამატებითი ტექნიკის შეძენა იმისთვის, რომ ქალაქი ეფექტიანი გახდეს და ნარჩენებისგან გათავისუფლდეს. მერია ამ მიმართულებით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს“, – აღნიშნა ნარმანიამ. 

მისივე ინფორმაციით, ინტერესთან გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, ან იურიდიულ პირთა გაერთიანებას, რომლებიც შესაბამისი დოკუმენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. 

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მერიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძროაბის“ წევრი სევდია უგრეხელიძეც ესწრება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics