|
2015-04-21 16:06:52, 736 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის სამშობიარო სახლში 10 ყოფილ პატიმარ ქალს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
ბათუმის სამშობიარო სახლში “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა“ და "დემოკრატიის ინსტიტუტის“ ერთობლივი აქცია ჩატარდა. სამინისტროსა და სამშობიარო სახლს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 10 ყოფილ პატიმარ ქალს, უფასო კონსულტაცია და სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა. კონსულტაციის შედეგად, ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ შეიძენს და ყოფილ პატიმარ ქალებს გადასცემს. აქცია,,დემოკრატიის ინსტიტუტის“ პროგრამის ’’ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და პატიმართა ოჯახების მხარდაჭერა’’ - ფარგლებში გაიმართა. აღნიშნულ პროექტს “დემოკრატიის ინსტიტუტი“ 2013 წლის ნოემბრიდან ’’ევროკავშირის’’ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებული საქმიანობები გულისხმობს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას - იურიდიული დახმარებით, პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერებით, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობით, საოჯახო ბიზნესის (მცირე საწარმო) ჩამოყალიბება-განვითარების გზით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)