ლიკა ჭუმბურიძე: PPP -ეს იქნება ხარჯთეფექტური მოდელი, რომელიც შესაბამისად, გაზრდის სერვისების ხელმისაწვდომობას ჯანდაცვაში
„ალფამედიკი კონსორციუმი“ თბილისში სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციაში ნახევარ მილიარდამდე ინვესტირებას გეგმავს. კერძოდ, საუბარია თბილისის ბავშვთა ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოს, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრის) რეაბილიტაციაზე. სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ შეიტანა. თუმცა სრულყოფილი და მიმზიდველი შემოთავაზება ალფამედიკის კონსორციუმმა (AlphaMedic Consortium) წარადგინა.