დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება. 

" />
20:50 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 16:29:47, 487 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის გამგებლი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველების მოთხოვნებს გამოეხმაურა

დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი რკინიგზის სამშობიაროში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მოთხოვნებს ეხმაურება.

 ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები, თითქოსდა, თბილისის მერია და რაიონის გამგეობა თევდორე მღვდლის N13-ში მცხოვრები მოქალაქეების მიმართ უყურადღებობას იჩენს, უსაფუძვლოა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„2014 წლის 5 აგვისტოდან დღემდე, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები ადამიანებისთვის ფინანსური დახმარებების გასაწევად, სხვადასხვა სახის გამოკვლევებისა და წამლებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან დახარჯულია 22 000 ლარზე მეტი. ამასთან, გამგეობამ მათთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ეზოს მოპირკეთებისთვის დახარჯა 75 000 ლარი. ასევე, 20 000 ლარამდეა დახარჯული ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაში, რაც შეეხება ანტისანიტარიას, მათთვის საკანალიზაციო სისტემის მოსაწესრიგებლად გამგეობამ გამოჰყო 34 000 ლარზე მეტი და მოაგვარა არსებული პრობლემა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შემოდგომა-ზამთრის სეზონზე 54-ვე ოჯახი იღებს შეშით დახმარებას და ყველა მათგანი სარგებლობს უფასო სასადილოთი. გარდა ამისა, თევდორე მღვდლის #13-ში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ზამთრის პერიოდში თბილისის მერიისგან იღებდნენ კომუნალურ სუბსიდიას ელ.ენერგიის, დასუფთავებისა და წყლის გადასახადისთვის და ფულად დახმარებას 500 ლარის ოდენობით,“- აცხადებს დიდუბის რაიონის გამგებელი.

ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩნდება ეჭვი, რომ პროცესები  კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ არის მართული.

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად, როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, გამოიყენონ  ხალხი როგორც ბრმა იარაღი - საკუთარი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად.ეს ხალხი წლებია, რაც რკინიგზის სამშობიაროს შენობაში ცხოვრობს და მათი გააქტიურება არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე აჩენს ეჭვებს, თანაც მაშინ, როდესაც პროცესის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლავთ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დიდუბის რაიონის გამგებლის მოადგილე გივი კუბლაშვილი. ამ პირებს ძალიან კარგად ესმით,  რომ აღნიშნული ფართების დაკანონება ვერ მოხდება გამგეობის მეშვეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში წლების განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნისას მას და მის თანაგუნდელებს შეეძლოთ ეს თავად გაეკეთებინათ“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

 ირმა ზავრადაშვილი მოსახლეობას მიმართავს, ნუ აჰყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციას და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში.

„ეს ყველაფერი არ კეთდება მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ან მათთვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული აქციები კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ხორციელდება,“ - განაცხადა დიდუბის რაიონის გამგებელმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics