08:24 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 14:17:14, 580 ნახვა

საზოგადოება
რუხისა და მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრებში მოხალისეობის თემაზე ტრენინგები ჩატარდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  საზოგადოებრივ ცენტრებში სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს განაგრძობს.

ცენტრის ინფორმაციით, რუხსა და მარტყოფში ადგილობრივი სკოლების მოსწავლეებისთვის მოხალისეობის კულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ტრენინგები ჩატარდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ მოხალისეობის არსის შესახებ გამართულ დისკუსიაში, ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელ წინაპირობებზე.

ტრენინგის დასასრულს მოსწავლეებმა ჯგუფური სავარჯიშოების სახით წარადგინეს ის პროექტები, რომლების განხორციელებაც საკუთარ სოფლებში შესაძლებელია მოხალისეობრივ საწყისებზე. მათ შორის დაიგეგმა ეკოლოგიური მნიშვნელობის აქტივობები. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მიზანია მოზარდებში  სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით სხვადასხვა ახალგაზრდული პროგრამა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს. 

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics