ბორჯომის ხეობაში ამწუთებში წვიმს. სინოპტიკოსები 29 და 30 აგვისტოსაც წვიმას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 აგვისტოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება, ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, 30 აგვისტოს იწვიმებს და +28 გრადუსი სითბო იქნება.31 აგვისტოს კი დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.