31 აგვისტო მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს დღევანდელი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გენერალური შტაბის მართვის ცენტრიდან მიულოცა.
შავი ზღვის სანაპიროზე, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.
თელ-ავივის აეროპორტში გუშინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების გულშემატკივართა 31-კაციანი ჯგუფი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი ავრცელებს.
დღეს გორი-თბილისის მიმართულებით 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
აბასთუმნის ტყეში ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო შტაბი ავრცელებს.
აღმასრულებელი საბჭოს მიერ პროექტების „Modem/Art", „სუპერ გმირი" და „ოკულარი" განხილვის შემდგომ, აღნიშნულ გადაცემებს ამ ეტაპზე არ მიეცა რეკომენდაცია შემდგომი წარმოების პროცესის განსახორციელებლად. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
დემირელის სახელობის კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ მიიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 40კმ-ზე მდ. ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელის ტოპო-გეოდეზიური სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება. ამის თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა გუშინ ღამით ისაუბრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აბასთუმნის ტყეში არსებული ვითარების ამსახველ ფოტო და ვიდეო-მასალას ავრცელებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, 2017 წლის 9-10 სექტემბერს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (მესტიის მუნიციპალიტეტი) „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების“ პროგრამის ფარგლებში გასვლითი ღონისძიება გაიმართება.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდა. შესაბამისად, N4, 10, 106, 103, 112, 20 და 90 ავტობუსების ბოლო გაჩერება იქნება ვეკუას ქუჩის დასაწყისში და არა – ორბელიანის მოედანზე.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More