19:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 18:22:43, 2110 ნახვა

საზოგადოება
წალკის მუნიციპალიტეტში სახლი 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წალკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  200-მდე  ეკომიგრანტი ოჯახი  საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი წალკაში ხვიჩა ვიბლიანის 5-სულიან ოჯახს ესტუმრა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა პირადად გადასცა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პარალელურად, ხვიჩა ვიბლიანს მიწის ნაკვეთიც დაუკანონდა, სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მოჰყავს. ვიბლიანების ოჯახმა  ფუტკარიც მოაშენა, რაც მათთვის შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში  შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო.  ამ ეტაპზე,  ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკუთრებაში უკვე 400-მდე ოჯახს გადაეცა.

დაკანონების პროექტის პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. მნიშვნელოვანია,  რომ ეკომიგრანტი ოჯახები განსახლების ადგილსა და სახლს უკვე საკუთარი სურვილით ირჩევენ.

სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში  სახლი 50-მდე ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის 20  წალკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics