|
2017-10-09 12:24:02, 1916 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსი გაიმართა
„ქართული ღვინის კვირეული" საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული „ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსით" დასრულდა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრნენ. „ქართული ღვინის კვირეული ძალიან დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ღონისძიებები თბილისის გარდა ჩატარდა გურჯაანში, თელავსა და მარნეულში და დღეს დედაქალაქში ვასრულებთ კვირეულს ამ მნიშვნელოვანი კონკურსით, რომელიც მეოთხედ ტარდება და ყოველ წელს საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც ტარდება ეს შესანიშნავი დღესასწაული", - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა გამარჯვებული ღვინოების დაჯილდოების ცერემონიაზე. თბილისის „ივენთ ჰოლში" გამართულ საზეიმო ცერემონიაში გამოვლინდა საუკეთესო წინანდალი, მუკუზანი, ხვაჭკარა, ქვევრის თეთრი ღვინო, ქვევრის წითელი ღვინო, საფერავი, უსახელოური, ჭაჭა და სულ 14 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები. კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების თითქმის ყველა საწარმო მონაწილეობდა, მათ შორის, მცირე მარნები. კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები, "სახალხო ჟიურის" წევრები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები იყვნენ. პროფესიული ჟიურის თანათავმჯდომარეები იყვნენ სტივენ სპურიე, ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ "დეკანტერის" კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის და ქრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი და შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული "ქართული ღვინის ორდენის" სამი კავალერი. „ქართული ღვინის ორდენის" ერთ-ერთი მფლობელი გახდა ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიოს ცივილიზაციის ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩატარებაში შეტანილი წვლილისთვის. ორდენი გადაეცა ასევე სტივენ სპურიეს, ჟიურის თანათავმჯდომარეს და „ახალი ღვინის ფესტივალს", რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ღვინის კლუბია. დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში მოხდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ სომელიესა და ასისტენტ სომელიეს სტატუსების მინიჭება. ასევე, თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებისთვის სერტიფიკატების გადაცემა.
(NS)
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)