16:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თეა წულუკიანი: პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს

 იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმა უნდა გაგრძელდეს.

თეა წულუკიანი: ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება
კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის შემოღება შესთავაზა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სისტემის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღება შესთავაზა, - ამის შესახებ კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

პროკურატურამ ცოტნე გამსახურდიას მიმართ გამოტანილი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა უკანონოდ გასამართლებული ორი მსჯავრდებულის: ცოტნე გამსახურდიას და  გიორგი ბებუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული.

მღებრიშვილი: 1 წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქტროპული ნივთიერებები ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გასული 1 წლის განმავლობაში სამართალდამცავებმა უკანონო ბრუნვიდან 37 კგ კოკაინი, 181 კგ ჰეროინი და 15 კგ ფსიქოტროპული ნივთიერებები ამოიღეს.

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს
შსს-მ ბოლქვაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა
არასრულწლოვან ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესტუმრნენ და მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცეს.

 

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა სოფელ ატოცში მცხოვრები ორი პირი გაათავისუფლეს

ოთხდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მკვიდრები, კობა და გიორგი გაბარაევები გაათავისუფლეს.

 

თაღლითობის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი სიყალბის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება/გასაღების, ასევე თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი - ვეტერინარი.

Bild - ნიურნბერგში პენსიონერის ყაჩაღურ მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს პოლიციის მახეში გაება

გერმანული მედიასაშუალებები, საქართველოსა და გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ განხორციელებული, ერთობლივი, მასშტაბური ღონისძიებების  შედეგად, 2013 წელს ნიურნბერგში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის თბილისში დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

შსს-ს ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა ბელარუს ჟურნალისტთა დელეგაციას უმასპინძლა. დელეგაციის შემადგენლობაში ბელარუსის ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები იყვნენ.

გვარამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ზეწოლის გამო, განსახილველად საქმე დიდ პალატას გადაეცა
„გოგირდის აბანოებთან“ წაგებულ საქმეს GWP სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
რას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics