13:26 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:00:15, 2431 ნახვა

სამართალი
20 არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

არასამთავრობო ორგანიზაციები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

20 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნული, რომ  მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას აზიანებს.

„შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%).

როგორც სამივე ინსტანციაში სასამართლო პროცესის მიმდინარეობა, ასევე საბოლოოდ მიღებული შედეგი არ შეესაბამება სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნებს და კიდევ უფრო მყარს ხდის ჩვენს ეჭვებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შესახებ.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას, ზღუდავს მედიის თავისუფლებასა და პლურალისტულ მედია გარემოს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს ფერმერთა ასოციაცია; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); მწვანე ალტერნატივა; კავშირი „საფარი“; მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს გაერო-ს ასოციაცია; სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, ხმა საქართველოდან; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); „საზოგადოება და ბანკები“; კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics