04:40 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 14:09:49, 2205 ნახვა

სამართალი
Reuters-ი „რუსთავი 2“-ზე: უზენაესი სასამართლო დამოუკიდებელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ წავიდა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ქვეყანაში ყველაზე დიდი დამოუკიდებელი ტელევიზიის, "რუსთავი 2"-ის საკუთრების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ასობით მხარდამჭერი, ოპოზიციური პარტიები და მოსახლეობა უზენაეს სასამართლოსთან იყო შეკრებილი, ხოლო გადაწვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, მათ ტელეკომპანიის შენობასთან გადაინაცვლეს.

სააგენტო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ უზენაესის გადაწყვეტილება თავისუფალი მედიის ჩახშობას ემსახურება.

კრიტიკოსების თქმით, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანიას ედავებოდა,  საქართველოში ერთადერთ ოპოზიციურ, ძლიერ მედიას "გააჩუმებს".

ამასთან, როგორც ქიბარ ხალვაში აცხადებს, მას ტელეკომპანიის წილის დათმობა წინა ხელისუფლების პირობებში მოუწია, როდესაც ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მართავდა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მან საკუთრების დაბრუნება გადაწყვიტა.

ოპოზიციური პარტიები ასევე თავისუფალი მედიის ჩახშობაზე საუბრობენ. გარდა ამისა, უცხოელი დიპლომატები სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულობას უარყოფს.

ტელეკომპანიის დირექტორი, ნიკა გვარამია გადაწყვეტილებას არალეგალურს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ის სტრასბურგის სასამართლოში აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

მედია საშუალების ცნობით, ტელეკომპანიის სასამართლო დავა 2015 წლის აგვისტოდან მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics