16:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016 წელს რუსმა ოკუპანტებმა ცხინვალის მიმართულებით 134 ადამიანი, აფხაზეთის მიმართულებით კი 193 გაიტაცეს

2016 წელს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონის მიმართულებით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 134 ადამიანი გაიტაცეს, რომელთაგან ამ დროისთვის ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაში იმყოფება, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი. 

შსს-მ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 1 კილო და 100 გრამი ჰეროინი, 821 აბი „სუბუტექსი“, 2562 აბი კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 17 კილო და 636 გრამი კანაფი, 25 კილო და 600 გრამი მარიხუანა, 14 გრამი მეტადონი, 92 აბი და 22 ამპულა „მორფინი“, 3014 კაფსულა პრეგაბალინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება, 108 აბი „მდმა“, 1 კილო და 500 გრამი კოკაინი, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.

სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას სასარგებლოდ 1500 ლარის გადახდა დააკისრა

საქალაქო სასამართლომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას სარჩელი, "ქრონიკა +"-ის რედაქტორის ელისო კილაძის მიერ მიყენებული მორალური ზიანის თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

გურჯაანში გოგოს მოტაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გურჯაანში გოგოს მოტაცების ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

 

საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანაზე კვოტები დაწესდა

შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა  სამინისტროს შორის  ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი.

​პრეზიდენტმა 91 პირი შეიწყალა

„საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, - რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 91 მსჯავრდებული, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 4 ქალბატონს.

 

ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად, მუშა გარდაიცვალა

ჭიათურის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა.

 

შს მინისტრი DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს კაილ უილიამსონს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა.

 

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

რუსთავი-ლილოს ავტომაგისტრალზე  ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

 

სასამართლომ დედაზე განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით დამნაშავედ სცნო.   

 

გორში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოში ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

 

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს იგოეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სამუშო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, დავით ნატრიაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის გენერალს, ჟან-პიერ მიშელს შეხვდა.

 

სუს-ში მუშაობის დაწყების სანაცვლოდ, მოქალაქისთვის თაღლითურად თანხის გამოძალვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე  საქართველოს მოქალაქე მაია ბ. დააკავეს.

ირაკლი მეძმარიაშვილი: ყველამ თავის ქონებას მოუაროს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხზე დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

 

სუს-მა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ირაკლი ლაბაძე დააკავეს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics