05:16 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 15:25:40, 2572 ნახვა

სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც  განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულების ირმა ყ.-სა და ბექა შ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. ლუბა ყ.-ს მკვლელობისათვის ირმა ყ.-ს 20 წლით, ხოლო ბექა შ.-ს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

წარდგენილი ბრალის თანახმად, ირმა ყ.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით. ხოლო ბექა შ.-ს განზრახ მკვლელობა ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბექა შ.-ს მიმართ არ დადასტურდა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით წარდგენილი ბრალდება, ამდენად ბრალდების ამ ნაწილში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. ბრალდებულმა ირმა ყ.-მ, არსებითი განხილვის ეტაპზე სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები უდავოდ გახადა, ხოლო ბექა შ.-მ ნაწილობრივ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედება.

სასამართლოს აღნიშნული განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics