19:12 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 14:47:24, 2437 ნახვა

სამართალი
სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

მას ჯერ ბრალდების მხარე კითხავს, მოგვიანებით კი, სასამართლო ჯვარედინ დაკითხვაზე გადავა, რა დროსაც, დაცვის მხარეს მიეცემა საშუალება ირაკლი მამალაძეს კითხვები დაუსვას.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკა ლომიძემ განუცხადა, ირაკლი მამალაძისთვის კითხვების დასმის თავად ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძეც შეძლებს.

ამასთან, ლომიძის თქმით, დაცვის მხარისთვის ცნობილი არ იყო, რომ დღეს ირაკლი მამალაძე დაიკითხებოდა

„მოგეხსენებათ, ირაკლი მამალაძე არის პროკურატურის მთავარი მოწმე ამ საქმეში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მისი დაკითხვა. ჩვენთვის ცნობილი არ იყო რომ ეს ადამიანი დღეს დაიკითხებოდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სიურპრიზისთვის, მივიღებთ ჯვარედინ დაკითხვაში მონაწილეობას. არის მცდელობა პროკურატურის მხრიდან, მიმანიშნებელი კითხვები დასვან და ის ინფორმაცია მიიღონ ირაკლი მამალაძისგან, რაც მისთვის ხელსაყრელია. თუმცა, ჩვენ ადვოკატები იმიტომ ვართ, რომ ასეთი კითხვები მოვხსნათ“, - აღნიშნა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატმა, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეშია ჩართული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics