ადვოკატი: თუ პროკურორი ამტკიცებს, რომ ბარგი დაილუქა და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგენენ ვიდეომასალას
„თუ პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ ბრალდებულის ბარგი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების თვალწინ იყო ამოღებული, დალუქული და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგინეს ის, რისი წარმოდგენაც ჩიკაგოს კონვენციის თანახმად ევალებათ“, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.