|
2017-10-08 10:50:12, 2124 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მან თანამზრახველ, 1973 წელს დაბადებულ ა.ღ.-სთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობის მუქარით ხაშურში მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული დ.მ. დააყაჩაღა. ბრალდებულებმა დაზარალებულისგან 400 აშშ დოლარის ოდენობის თანხა წაიღეს. მათივე ცნობით, დაკავებისას გ.ზ.-მ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. იგი გაქცევას შეეცადა, რა დროსაც მან შსს-ს ხაშურის რაიონული პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თავის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროისთვის, პოლიციელი სამედიცინო შემოწმებას გადის. სამართალდამცველებმა, გ.ზ.-ს პირადი ჩხრეკისას დაუდგენელი წარმომავლობის ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების მსგავსი მცენარეული მასა ამოიღეს. რაც შეეხება ბრალდებულის სახის არეში არსებულ დაზიანებებს, ფაქტზე დაინიშნება ექსპერტიზა.ამ ეტაპზე, მეორე ბრალდებული, 1973 წელს დაბადებული ა.ღ. მიმალვაში იმყოფება და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისა და მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით)
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)