ირაკლი აბესაძე: ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა
„ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე (ირაკლი მამალაძე), პროკურატურამ ქვეყნიდან გააპარა, რომ დამატებით გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში, მისთვის შეკითხვების დასმა აღარ იყოს შესაძლებელი“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.