15:23 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 12:10:53, 2352 ნახვა

სამართალი
პროკურატურაში გამოკითხვაზე დეკანოზ მამალაძის კიდევ ერთი ადვოკატი დაიბარეს

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე, რომელიც დეკანოზ  მამა გიორგი მამალაძეს ადვოკატირებას უწევს, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

ამის შესახებ ეკა ლომიძემ ინფორმაცია მედიას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან და დანარჩენ ადვოკატებთან  ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა.

ეკა ლომიძეც აპირებს, რომ კოლეგების მსგავსად მოიქცეს. კერძოდ, პროკურატურაში გამოცხადდება,  თუმცა ჩვენებას არ მისცეს.

„კოლეგების მსგავსი იქნება ჩემი გადაწყვეტილება. კარგად ვიცი, რისი უფლება მაქვს. მიცავს და ამავე დროს მავალდებულებს კანონი, დავიცვა კონფიდენციალურობა. ინფორმაცია მაქვს თუ არ მაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, არ მაქვს უფლება, მივცე ჩვენება“,-განაცხადა ეკა ლომიძემ და დასძინა, რომ პროკურატურის განცხადება იმის თაობაზე, რომ ადვოკატები სასამართლოს მეშვეობით გამოიკითხონ, უკანონო და დაუსაბუთებელია.

ლომიძე დედაქალაქის პროკურატურაში ხვალ, 11:00 საათზე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდოამრე ზაზა ხატიაშვილთან ერთად  მივა. 

შეგახსენებთ, პროკურატურამ,   მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიება დაიწყო.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედია-საშუალებებში არაერთხელ გავრცელდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიების მონაცემების გახმაურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაწყებულია გამოძიება. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა“,-აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
იოსელიანი დიუშენის აქციაზე: მოვუწოდებ შსს-ს უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics