საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს თანამშრომლები - მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ-ინსპექტორები და შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული ცენტრი „112“-ის ოპერატორი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულების, სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისა და მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისათვის დააჯილდოვეს.