20:06 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 19:32:27, 2142 ნახვა

სამართალი
გიორგი ჩერქეზიშვილი „გაზელ ფაინანსის“ მიერ ინვესტირებული ობიექტის გახსნას დაესწრო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი რესტორნების ქსელ „დეგუსტოს“ ახალი ობიექტის გახსნას დაესწრო,  რომელიც „გაზელ ფონდის” მიერ განხორციელებული ინვესტიციით შეიქმნა.

გახსნის ცერემონიალს ასევე  “გაზელ ფაინანსის” აღმასრულებელი დირექტორი ჯეფრი ლიბერტი, ჰოლანდიის ელჩი საქართველოში ჯოშ დოუმა, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ასევე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე და სხვა უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 „ეს არის „გაზელ ფაინანსის“ პირველი პროექტი საქართველოში, რომლის ფარგლებში დასაქმდება 100 ადამიანი. დაფინანსება შეადგენს 700 ათას აშშ დოლარს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და  კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მსგავსი ტიპის ფონდების როლი და საქართველოში მათი არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეკონომიკის სამინისტრო მიესალმება აღნიშნულ პროექტს და  მოხარული ვართ, რომ ამ პროექტში არის ჩართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი, რომელიც იღებს ამ პროექტში მონაწილეობას“, - განუცხადა მედიის წარმომადგენლებს გიორგი ჩერქეზიშვილმა.

„გაზელ ფაინანსი“ ინვესტიციების მმართველ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც კერძო წარმომადგენლობებს ფლობს ევრაზიის რეგიონში. „გაზელ ფაინანსის“ მიერ „გაზელ ფონდის“ დაფუძნება რეგიონში ზრდის მის პოტენციალს და კაპიტალის საჭიროებების მქონე მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ინვესტიციებისადმი გამარტივებული წვდომის უზრუნველყოფას ემსახურება. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics