|
2017-11-13 10:34:11, 1899 ნახვა
სამართალი
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ი.ს., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 23,507 გრამი ჰეროინის შემცველი 61,14 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 1,8 გრამი პრეგაბალინის შემცველი 6 კაფსულა „ლირიკა“, 0,0398 გრამი მეტადონის მარილის შემცველი 1 აბი „მეტადონი“ და 0,0737 გრამი მეტამფეტამინის მარილის შემცველი 0,2652 გრამი ნარკოტიკი. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული საშუალებები საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი.ს. დაკავებისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით).
(NS)
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)