შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.