2017-12-19 16:30:15, 2434 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე 15 წლის მოზარდი დაჭრეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის სკვერში 15 წლის მოზარდი დაჭრეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ავტორი: ,