2017-12-19 12:34:59, 2009 ნახვა
სამართალი
ისანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
ისანში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ორი პირი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როდესაც შენობაში რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. მათივე განცხადებით, მძარცველები შეირაღებულები იყვნენ.
გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელებმა თანხის წაღება მოახერხეს, თუმცა ჯერ უცნობია რა თანხაზეა საუბარი.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ,